ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას უმცროსმა ქალიშვილმა, საშამ საზაფხულო სამუშაო იპოვა. პრეზიდენტის 15 წლის ქალიშვილი მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ერთ-ერთ თევზეულის რესტორანში მოლარედ მუშაობს.
„თავიდან ყველას გვიკვირდა, ამ გოგონას 6 ადამიანი რატომ დაჰყვებოდა, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ის პრეზიდენტის შვილია“, – ყვებიან რესტორანში მომუშავე სხვა ადამიანები.
საშა ყოველდღიურად 4 საათს მუშაობს, შაბათობით ისვენებს.
რაც შეეხება ობამას უფროს ქალიშვილს, მალიას ის ამჟამად სტაჟირებას გადის ესპანეთის საელჩოში.
კომენტარები