თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, გადაიხედება თუ არა ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებულება სამხედრო შენაერთებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ.
„მქონდა გენშტაბის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო. არის საკმაოდ რაციონალური არგუმენტები გადაწყვეტილებაში, რომელიც წინამორბედმა მინისტრმა მიიღო, თუმცა მინდა, რომ კონტრარგუმენტებიც მოვისმინო“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რადგან უწყებაში არ მისულა წინასწარი განზრახვით, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაუქმდეს.
„რაც რაციონალურია, დასაბუთებულია, ძალაში დარჩება. თუ არსებობს რამე უფრო დასაბუთებული კონტრარგუმენტი, საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ და ადეკვატური იქნება გადაწყვეტილებაც“,-განაცხადა მინისტრმა.
ლევან იზორიას ჯერ არ გადაუწყვეტია, გადაიხედება თუ არა ხიდაშელის ბრძანებულება სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ
2016/08/05 18:58:33
ნანახია: 1909 ჯერ