როგორც ცნობილია, მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის შვილის ნათლიაა და ამის მიუხედავად, თვითაცილება არასდროს მოუთხოვია. ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს.
“გვარამია ადასტურებს ასეთ ნათესაურ კავშირს და აცხადებს: “მე არ ვარ საქმის მონაწილე, ანუ წარმომადგენელიც არ ვარ “რუსთავი 2”-ის, სრულიად შეგნებულად, არამხოლოდ მაიასთან კავშირის გამო და ვადასტურებ, რომ ის ჩემი შვილის ნათლიაა, არამედ იგივე ქეთი ერემაძესთან კავშირის გამო, რომელიც ჩემი კურსელია, ზაზა თავაძის გამო, რომელიც მაია კოპალეიშვილზე უფრო დიდხანს მუშაობდა ჩემთან ერთად…“
თამამად შეგვიძლია, გითხრათ, რომ ამ კომენტარში ნიკა გვარამია იტყუება: ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს #675 სარჩელი, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ და თავად ამოიკითხავს, ვინ არის ტელეკომპანიის წარმომადგენელი ამ საქმეზე. ესენი არიან: თამთა მურადაშვილი, ნიკა გვარამია, რევაზ ჭელიძე და დიმიტრი საძაგლიშვილი“.
“რუსთავი 2”-ის წარმომადგენელიც არ ვარ”
2016/08/08 17:45:28
კომენტარები
ნანახია: 1555 ჯერ