“შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ. ეს ასე არ არის”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:
1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;
2. საქმის წარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.
ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.
ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს”, – დაწერა კახიძემ სოციალურ ქსელში, როგორც ჩანს ტელეკომპანია “რუსთავი 2″ -ის ჯერ კიდევ მოქმედ გენერალურ დირექტორს, კახიძეს აღნიშნული პოზიციას არ მოეწონა და მას პოსტის კომენტარებში უზენზუროდ მიმართა:
” ოთო, ძალიან უკიდეგანო ყ*ე ხარ. უიმედო სრულიად”, – ამ სიტყვებით მიმართა გვარამიამ კახიძემ, რაზეც ადრესატმა მიუგო: – “აი, ამაზე რა უნდა გიპასუხო ახლა არ წავშლი ამ კომენტარს, იყოს”
შეგახსნებეთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.