ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ბოლო მოვლენების ფონზე მედიასთან არ ჩნდება და მის პოზიციებს მხოლოდ ადვოკატი, ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის დირექტორი, პაატა სალია ახმოვანებს, თუმცა თავად ხალვაში მოკლე facebook პოსტით და მასში ჩადებული ქვეტექსტებით იქცევს ყურადღებას.
ამჯერად ბიზნესმენმა მის მიერვე 2 წლის წინ გამოქვეყნებული სტატუსი კიდევ ერთხელ გააზიარა სადაც მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა – „მაინც ამოვთხრი.
დღეს მან ამ პოსტს კიდევ რამდენიმე სიტყვა მიამატა და დაწერა – „რაკი ორმო მზად არის, ერთსაც მივაბარებ.
ადვილად მისახვედრია, რომ ბიზნესმენი ორმოს ამოთხრაში „რუსთავი 2-ის მის მფლობელობაში გადასვლას, ხოლო „ერთში რომლის „მიბარებას გეგმავს ირაკლი ოქრუაშვილს გულისხმობს.
www.primetime.ge
კომენტარები