აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ.) ფინალში რუს ბეკბულატოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა აბულაძე (48 კგ.), რომელიც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. მან გადამწყვეტი ბრძოლა აზერბაიჯანელ გურბანოვთან დათმო.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნიკა ბროლაძემ (60 კგ.). ქართველმა ი თურქ იურტადას მოუგო.
მე-3 ადგილზე გავიდა დავით აბდალაძე (60 კგ.), რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა პოლონელ სობოლევსკის მოუგო.
22 ივლისის მონაცემებით, ქართული დელეგაცია ოთხ ვერცხლისა და ორ ბრინჯაოს მედალს ფლობს. საქართველო გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილზეა.
იმედინიუსი