სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გასაჩივრების ვადის შემდეგ შედის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა დროებითი შეჩერების მექანიზმის გაუქმებას და ახალი მესაკუთრის მოთხოვნის დაუყონებლივ აღსრულებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.
“საბოლოო გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად სტრასბურგმა მოხსნა დროებითი ღონისძიება, რამაც მისცა შესაძლებლობა ახალ მესაკუთრეს მოეთხოვნა დაუყოვნებელი აღსრულება. შეიძლება ვისაუბროთ მიზანშეწონილობაზე, თუმცა ამ შემთხვევაში იმაში, რომ მესაკუთრემ უზენაესის სასამართლოს აღსრულება მოითხოვა, ჩვენ კანონდარღვევა ვერ დავინახეთ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარები