ირაკლი ოქრუაშვილი არის რეგვენი, ეს არის ჩემი კომენტარი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ცხადდებოდა 8 თვის განმავლობაში ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად, რაზეც ხალვაშმა მიუგო:
„გერმანიაში ვცხოვრობ, შეზღუდული დროით მივდივარ და მოვდივარ. როცა მითხრეს, რომ უნდა მივიდე, ხან ადვოკატს არ ეცალა. გერმანიაში ხელი მოვაწერე. დავტოვე ჩემი ხელმოწერის ნიმუში ექსპერტიზაზე. რა მითხრეს იცით, ჩვენ გავაკეთებთო და მხოლოდ მაშინ ჩაგბარდებათ, ფულს რომ გადაიხდითო.
ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე და გადავიხადო. დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა. მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი, ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ. ღმერთის მეშინია, უბრალოდ არის ბოლო კაცი, ნაძირალა, უბრალოდ, გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის ყველაფერი შეიძლება იკისროს. ოქრუაშვილი არის რეგვენი, ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.