ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე ასპარეზობა 5 მედლით და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.
ხორვატიის დედაქალაქში ჩემპიონობა გელა ზაალიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა იზეიმეს. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ღვინიაშვილმა ფინალში იაპონელი სანშირო მურაო იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ზაგრების გან პრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. მძიმე წონაში კვარცხლბეკზე 2 ქართველი ავიდა. გელა ზაალიშვილმა ფინალში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა იპონით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა ( -81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
კომენტარები