თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მისი მეგობრები და თანამოაზრეები შეიკრიბნენ.
ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით თანხების მითვისება გაფლანგვის საქმეზე მოწმის სახით კითხავენ.
მის მხარდასაჭერად მივიდნენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მათ შორის არის ზაალ უდუმაშვილი.
მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა, გაჩნდა კითხვები, ვინ გადავა მის არხზე „რუსთავი2“-ის გუნდიდან.
„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, ხომ არ გეგმავს ტელევიზიაში დაბრუნებას?- უდუმაშვილმა უპასუხა, რომ სადაც პროდუქტიული იქნება იქ აპირებს დარჩენას.
„სადაც პროდუქტიული ვიქნები იქ დავრჩები. ამ ეტაპზე ტელევიზიის შესახებ მსგავსი გეგმები არ მაქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა „პრაიმტაიმის” ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.