“რასაც მკითხავენ, იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს იმას იმიტომ, რომ არის საუბარი 2025 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს.
გვარამიამ აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
„რასაც მკითხავენ, იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს იმას, იმიტომ, რომ არის საუბარი 2025 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე. როგორც იცით, ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე. რაც მახსოვს, ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი. პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ და შემიძლია, კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ, შეგახსენებთ; მით უმეტეს, უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს ვტოვებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ნიკა გვარამია – დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ და შემიძლია, კვალი არ დავტოვო
2019/08/02 12:35:26
ნანახია: 529 ჯერ