2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს. 2 აგვისტო წმინდა ელია თეზბიტელის ხსენების დღეა. წმინდა ელია წინასწარმეტყველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მფარველია, ამიტომ ეს დღე მისი ანგელოზის დღეა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილია ჭავჭავაძის ხსენების დღესაც აღნიშნავს. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას წმიდა ილია მართალი უწოდა.
კომენტარები