„ეს იყო ამოსუნთქვა არა საქართველოსა და მისი მოსახლეობის, ეს იყო ამოსუნთქვა გარკვეული პოლიტიკური სპექტრის, ჯგუფის და სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია”, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განაცხადა.
„გამოდის იმ პერიოდის მაღალჩინოსანი და გვეუბნება, რომ ეს იყო ამოსუნთქვა საქართველოსთვის, რაც, ცოტა არ იყოს, ჩვენ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს იმიტომ, რომ, რეალურად, ეს იყო ამოსუნთქვა არა საქართველოსა და მისი მოსახლეობის, არამედ იყო ამოსუნთქვა გარკვეული პოლიტიკური სპექტრისა და ჯგუფისა. დანარჩენი არც ამოსუნთქვაში და არც შემდგომ პროცესებში ამას საინტერესო და სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია. ჩვენ რეალურად ვდგევართ გამოწვევის წინაშე, რომელიც სათანადო რეაგირების ქვეშ უნდა მოვაქციოთ და ჩვენი უდიდესი ხედვა და სწრაფვა იმის, რომ ეს ქვეყანა იყოს ერთიანი და ძლიერი. მე აღარ ვსაუბრობ სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე იმ დანაკარგებსა და სახელმწიფო ინტერესების იმ უგულებელყოფაზე, რომელიც ჩვენ წინაშე კვლავ გამოწვევების სახით რჩება იმ პროცესებიდან გამომდინარე. არც სამართლებრივ იმ კრიზისულ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ იმ პერიოდში მოვხვდით”, – განაცხადა კობალაძემ.
უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არ შეფასდა ის რისკფაქტორები, რომლითაც უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან.
“ჩვენ როგორც უნდა ვეცადოთ ამ თემების გაუბრალოებას, ეს არის თითოეული ადამიანის ტრაგედიაზე აწყობილი და ცხოვრების არსი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში იწვევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას. ისტერიკის დონეზე ამ თემის აყვანა, ფაქტობრივად, ემსახურებოდა იმას, რა შედეგებიც მივიღეთ”, – განაცხადა კობა კობალაძემ.
კობა კობალაძე აგვისტოს ომზე – გამოდის იმ პერიოდის მაღალჩინოსანი და გვეუბნება, რომ ეს იყო ამოსუნთქვა საქართველოსთვის
2019/08/02 15:34:09
კომენტარები
ნანახია: 628 ჯერ