მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დათუნაშვილმა განუცხადა, „სერბები ყველანაირად ეხმარებიან, რომ მათი ქვეყნის სახელით იასპარეზოს“.
„2 კვირის წინ სერბეთში ვიყავი ჩასული და შეკრებაც გავიარე სერბებთან ერთად. ისინი ყველანაირად მეხმარებიან, რომ ამ ქვეყნის სახელით ვიასპარეზო და ვნახოთ… მე ვარჯიშს ვაგრძელებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქართველოს სახელით ჭიდაობის უფლება მაქვს, გეგა გეგეშიძესთან { ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი} მომხდარი ინციდენტის შემდეგ არც ერთ შეჯიბრზე არ გამოვსულვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ გეგეშიძესთან ინციდენტის შემდეგ მივიღე,“-განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
კომენტარები