დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი გუგუტიანთკარში რუსული მავთულხლართების გავლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს უნდა დამთავრდეს“.
ჯასტინ მაკენზი სმიტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას.
„დღეს საქართველოში, გუგუტიანთკარში რუსული მავთულხლართების აღმართვა გრძელდება. ეს სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს. ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, რომლებიც მოსახლეობას ჰყოფენ, მაგრამ როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ მომავალზე, ეს მავთულხლართები ქრება. რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და მშვიდობიან მომავალს ყველასათვის“, – ნათქვამია ჯასტინ მაკენზი სმიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.