ია მეტრეველი სოლიდარობას უცხადებს 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის შემოქმედებთ ჯგუფსა და ნიკა ლალიაშვილს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ფილმში სიმართლეა ნაჩვენები, რამაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აღაშფოთა.
“ჩემი სოლიდარობა 2008 წლის ომზე ფილმის გადამღებ ჯგუფს და ბატონ ლალიაშვილს. სწორედ რომ სიმართლე აჩვენეს ამ ფილმში, რამაც რა თქმაუნდა აღაშფოთა ნაციონალების კრიმინალური სექტა. ჩვენ, ჯერ სკლეროზი არ დაგვმართნია და ყველაფერი კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო და რა მოხდა მაშინ. ისიც მინდა აღვნიშნო რომ მაშინდელმა ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც მორატორიუმი გამოუცხადა სააკაშვილს და მის დამნაშევე მთავრობას.
მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლა მითუმეტეს. სწორედ რომ სააკაშვილმა, შეგნებულად შეასრულა რუსებთან შეთანხმებული პროვოკაცია და დაღუპა ქვეყანა. უამრავი ახალგაზრდა ჩააწვინა მიწაში უაზროდ, უამრავი ადამიანი დევნილად აქცია, დაკარგა ქვეყნის საკმაოდ დიდი ტერიტორიები და დღესაც რუსების დავალებებს ასრულებს თავადაც და პარლამენტში მყოფი მისი პარტიის წევრებიც, თუმცა ყველაფერი იმის ბრალია რომ, მათ ყველაფერი შეარჩინეს და პასუხი არ აგებინეს უამრავ დანაშაულზე, რაც მათ ჩაიდინეს ქვეყნის და ხალხის წინაშე.”– წერს ია მეტრეველი.