ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ დღეს, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ატაცში 219 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
აქამდე +109 კგ წონით კატეგორიაში რეკორდის მფლობელი თავად ლაშა იყო, რომელმაც ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე ატაცში 218 კილოგრამი დასძლია.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს დამყარებული მსოფლიო რეკორდი არაოფიციალურია. იმისათვის, რომ ის ოფიციალური გახდეს, ლაშამ იგივე წონა რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე უნდა დააფიქსიროს.
კომენტარები