შს მინისტრობის კადიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ქვეყნის ტყვიის საწარმოს არსებობა ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება.
ამის შესახებ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მირ გაჟღერებული შესაბამისი შინაარსის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა.
„რაც შეეხება იარაღის წარმოებას, მე ვიცი ეს თემა ძალიან კარგად. ადრე იყო საუბარი ტყვიის წარმოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი თანხები გაედინება ქვეყნიდან ტყვიის შესაძენად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე თავდაცვის სამინისტროდან, უსაფრთხოების სამსახურიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან, სადაც შეიარაღებული ჯგუფები ჰყავთ. აქედან გამოდინარე, ეს ინიცაიტივა ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანიც იქნება ბიზნესისთვის. თუნდაც, კერძო პიროვნება დაინტერესდება და ჩადებს რაღაც თანხას“, – განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური: ქვეყანაში ტყვიის საწარმოს არსებობა, ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება
2019/09/05 18:22:50

ნანახია: 491 ჯერ