ქუთაისში 21 წლის ქალზე თავდასხმა მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ხარებავას ქუჩაზე მდებარე კორპუსში მდებარე ბინაში კაცი გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი მარტო იმყოფებოდა.
მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციამ კაცი გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები