ჩვენ გვინდა ვაკის რაიონის მოსახლეობას ვკითხოთ, გავაგრძელოთ ვაკის რეაბილიტაციის პროექტი და მივიყვანოთ ბოლომდე, თუ გადავდოთ გაზაფხულამდე – ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, ჭავჭავვაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაების ნაწილი დასრულებულია, მალე დაიწყება ავტობუსების ზოლის და ველობიკის მოწყობა.
„ჭავჭავაძის გამზირზე თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები. რამოდენიმე ეტაპად დავყავით ჩვენ გამზირი რადგან სრულად გამზირის გადაკეტვა ვერ მოხდებოდა. პირველი ეტაპი იყო ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე აქ უკვე ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია.
გზა ქვედა ფენაში მოყვანილია და საფარიც დაგებულია. ახლა ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანების მოწყობა, ბორდიურების ჩამოსხმა, რომელიც ახალი ფილებით იქნება მოწყობილი. ასევე ელექტრო გადამცემი ხაზები მიწაში ჩატანა, ბოძები, სანათები მოკლედ ყველაფერი შეიცვლება. სპეციალური საავტობუსე ზოლები და ველო ბილიკი მოეწყობა ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების თემაზე მოსახლეობასთან ახლო კონტაქტია საჭირო. აუცილებელია მოსახლეობისგან მივიღოთ მხარდაჭერა გავაგრძელოთ პროექტი თუ გაზაფხულამდე გადავდოთ.
„რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენ გვინდა მოსახლეობას ვკითხოთ, რომლებიც ცხოვრობს კონკრეტულად ვაკის რაიონში. იყო აზრთა სხვადასხვაობა გავაგრძელოთ წელს ეს პროექტი და მივიყვანოთ ბოლომდე თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე და გაზაფხულზე განვაახლოთ.
მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, ჯობია სამუშაოები ბოლომდე მივიყვანოთ. საკმაოდ დიდი ტემპია 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. გაზაფხულზე ისევ მტვერი ჭუჭყი, თუმცა მინდა დავავალო გამგებელს დაიწყოს კომუნიკაცია მოსახლეობასთან და გაიგოს მათი აზრი, გარდა ამისა სოციალურ ქსელშიც ვკითხოთ მოქალაქეებს გავაგრძელოთ თუ არა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
