თურქეთის ქალაქ ერზერუმის პროკურორი სირიაში გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ჰაბერ თურქ“ იტყობინება.
ეკრემ ბეაეტაში 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.
კომენტარები