მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებში 21 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 436 523 ლარი დახარჯა. დეკემბრამდე კიდევ შვიდი ახალი ლიფტი მოეწყობა. წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულება 97 043 ლარია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა გურამიშვილის გამზირი N10ა კორპუსში, სადაც ორი ახალი ლიფტი მოეწყო. რეაბილიტირებული ლიფტები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„აქტიურად ვაგრძელებთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას და საცხოვრებელ შენობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნულ კორპუსში არსებულ ამორტიზებულ ლიფტებს სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ და 48 ოჯახი ახალი, თანამედროვე ლიფტებით სარგებლობს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
გურამიშვილის გამზირი N10ა-ში შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 63 233 ლარი გამოყო.