მთავარი არხის 2.5 პროცენტიანი წილი ამჯერად ნიკა რურუას ქალიშვილმა იყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს.
“ვაგრძელებთ წარმატებების ისტორიას, კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერით: კვლავ 2.5% გაიყიდა. ამჯერად, მყიდველი ჩვენი ფანტასტიური კაცის, ყველას რომ გვაკლია, აი იმის – ნიკა რურუას ქალიშვილი მარი ანა რურუაა. აშშ-ს მოქალაქე, სხვათა შორის, გამყიდველს ისევ არაფერი, კომპანიას ისევ 250.000$” – წერს გვარამია.
კომენტარები