„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, დაკავებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა.
საკუთარი ადვოკატების აცილების შუამდგომლობა ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წერილობით წარადგინა. მოსამართლემ ოქრუაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩაერთვება.
ირაკლი ოქრუაშვილი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.
კომენტარები