გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ყოფილ პროკურორ სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება და კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამის შესახებ გენპროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, ინფორმაცია იქნებოდა უფრო კონკრეტული, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია 4-5 წელზე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მან ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. იმედი მაქვს, ყოფილი პროკურორი ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან. კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.