მინსკში კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ლევან გელბახიანი დასახელდა, – ამის შესახებ განცხადებას ” ეროვნული კინოცენტრი” ავრცელებს.
“სულ რამდენიმე წუთის წინ მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო!
კინოფესტივალზე “LISTAPAD” ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:
საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი “ბოროტმოქმედი”;
საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის “და ჩვენ ვიცეკვეთ”;
საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი “ბოროტმოქმედი”;
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს!”,- წერია განცხადებაში.
მინსკის რიგით ოცდამეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 50 ქვეყნიდან 154 ფილმი აჩვენეს.
ლევან გელბახიანი შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ერთ-ერთი მთავარი გმირია.