თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს, ან მაიძულოს, ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები, დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა. ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ვერ მივიღებ ამომწურავ პასუხს, რომელიც გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. მინიმუმ არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს, ან მაიძულოს, ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“ ,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.