საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი.
მისივე თქმით, არ უნდა მოხდეს იმის დაშვება, რომ “NDI”-ს და “IRI”-ს საქართველოს მხარდამჭერის და პარტნიორის იმიჯს, რაიმე ჩრდილი მიადგეს.
“მე მინდა, ძალიან მკაფიოდ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბატონ ბიძინას არაფერი ახალი არ უთქვამს. ის მუდმივად იყო და არის ამერიკას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე იყოს. იყო სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანიზაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც “NDI”-ს თუ “IRI”-ს, ასეთი დიდი ორგანიზაციების დაკვეთით საქმიანობენ, არ მოხდეს იმის დაშვება, რომ “NDI” და “IRI”, ამ ინსტიტუტების, მათი საქართველოს მხარდამჭერის და სტრატეგიული პარტნიორობის იმიჯს, რაიმე ჩრდილი მიადგეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
“ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი”
2019/12/08 14:31:09

ნანახია: 402 ჯერ