პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, პარლამენტში შეჭრით კანონი დაირღვა, ამიტომ დაკავებული პირები პოლიტპატიმრები არ არიან.
„დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკის შეერტებულ შტატებში – კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, რა მოყვება ამას? ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწუდებენ პოლიტპატიმრებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ისინი ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, რადგან ცხადად დაირღვა კანონი“,– განაცხდა კობახიძემ.
კომენტარები