ჩემო ძვირფასებო ახლა მარადისობაზეა ფიქრი, მასთან საუბარზეა, შორს, შორს პოლიტიკისგან, – ამის შესახებ გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
”ჩემთვის დღემდე გამოცანაა, და ტრაგედია რომ პოლიტიკა როგორც კარიერა მძულდა, მე იგი არ ამირჩევია, თავად ამირჩია, ჩემი ძახილი იყო, ყველაზე დიდი მოწოდება მასწავლებლობასთან ერთად, ჩემი ქვეყნის მსახურება ასე მსურდა, ამის ინსტრუმენტი ვიყავი მხოლოდ, მაგრამ არ მამსახურა განგებამ. პედაგოგობა მარგუნა მხოლოდ და ახლა კი წიგნების წერა…
ზოგიერთი თქვენთაგანი პოლიტიკაზე მწერთ, ტაქტით და სიყვარულით მაგულიანებთ. ჩემო ძვირფასებო ახლა მარადისობაზეა ფიქრი, მასთან საუბარზეა, შორს, შორს პოლიტიკისგან. ეგ საქმე 2009 წელს დიდი გულისტკივილით დავამთავრე”, – წერს მაისაშვილი.
კომენტარები