თემურ ქეცბაია კვიპროსში თვის მწვრთნელად დაასახელეს. ტრადიციულ გამოკითხვაში “ანორთოსისის” ქართველმა მწვრთნელმა ნორვეგიელ ჰენინგ ბერგს აჯობა.
ქეცბაია ზედიზედ მეორედ გახდა კვიპროსში თვის მწვრთნელი.
ნოემბერში “ანორთოსისს” სამი გამარჯვება ჰქონდა – ოლიმპიაკოსთან, აჰნასთან და აეკ-თან. აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისი” სეზონის სტარტზე ჩაიბარა, ამჟამად კლუბი, რომელშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია.
კომენტარები