სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი იპოვეს მკვდარი.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა სუიციდის ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ნათესავებს. ისინი ოჯახში ძალადობაზე საუბრობენ.
“თავზე ჩალურჯებები აქვს, ზურგზე დარტყმული აქვს”, – ამბობს გარდაცვლილის ძმა “მთავარ არხსთან”. ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილის ქალის ქმარმა სოფელი დატოვა, შსს-ში ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარები