რამდენად ღირს უპასუხო ადამიანს, რომელმაც სრულად დაკარგა კონტროლი საკუთარ ქმედებებსა და საუბარზე სადაოა, მაგრამ არ ვაპირებ ამჯერად უპასუხოდ დავტოვო – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
“რამდენად ღირს უპასუხო ადამიანს, რომელმაც სრულად დაკარგა კონტროლი საკუთარ ქმედებებსა და საუბარზე სადაოა, მაგრამ არ ვაპირებ ამჯერად უპასუხოდ დავტოვო ,,გამორჩეულად განსწავლულის და ყველაფრისმცოდნე” კონტროლდაკარგული დირექტორის ნიკა გვარამიას გამონათქვამები.
კარგად მესმის მისი გაშმაგების მიზეზი… რთულია შეეგუო როდესაც აღარ ხარ გენერალური პროკურორის ის მოადგილე, რომელიც:
ოპონენტებს დევნის, საქმეებს უთითხნის, შემდეგ მისივე გამოგონილ ფანტაზიებს გასაქანს აძლევს და უმძიმესი დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს, შემდეგ ამაზე ფილმებს იღებს, ახმოვანებს, ტელეიმედის და კოლეგა ჟურნალისტების სასტიკ დარბევაზე ხარხარებს, ძალადობას ისევ დაბრალებული დაშაულობებით ამართლებს და ასე შემდეგ…. რომელი ერთი გავიხსენოთ ამ უახლოესი წარსულიდან?
მას შემდეგ რაც იმ ცნობილი კომენტარით ნიკა გვარამიამ იკადრა და გიორგი კვირიკიშვილს კი არა, საკუთარ თავს მიაყენა შეურაცყოფა, საკუთარი თავი დაამცრო და დააკნინა, რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ მომიწევს შევახსენო მას, რომ ვიდრე ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას შეაფასებს (ამის შეფასების კვალიფიკაცია კი თავად არ გააჩნია) გადაახვიოს 2007-11 წლებში მისი ,,საქმენი საგმირონი”.
მის და მისი პარტიის ტელევიზიას ეს არქივი უდაოდ ექნება შენახული.
როგორ გამიკვირდება მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე , ყველაზე სწრაფი კარუსელის შედეგად ყველგან მყოფი: განათლების სამინისტროდან დაწყებული პროკურატურით დამთავრებული და შუალედში იუსტიციის საბჭოში- მოსამართლეთა დევნის მანტიით აღჭურვილი, დღეს რომ იძახდეს საუკეთესო ,, კონსტიტუციონალისტი ვარო… არაფერი გამიკვირდება ნიკა გვარამიასგან , მაგრამ სასაცილოდ არ მყოფნის სამართლის საკითხებზე ჭკუას რომ მარიგებს))))
როგორადაც არ უნდა აღშფოთდეს, ,,ყოვლისმცოდნე ,,ნიკა გვარამია პარლამენტის იურისტების მიერ აცილების შუამდგონლობების წარდგენის გამო, იქნებ წაიკითხოს კანონი, რომ ეს კანონით გათვალსწინებული მხარის საპროცესო უფლებაა და სასამართლო გადაწყვეტს დაკმაყოფილდება თუ არა.
პოლიტიკურ ზეწოლას კი სასამართლოზე სწორედ რუსთავი 2 ით ახდენს ნიკა გვარამია. არაობიექტური, ყოველგვარი ეთიკური სტანდარტების დაცვის გარეშე მომზადებული სიუჟეტებით ცდილობს სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას.
მე პირადად მისგან დიდი ხანია განებივრებული ვარ ასეთი პერსონალური სიუჟეტებით და ცილისმწამებლური თავდასხმებით. ის ამას მომავალშიც გააგრძელებს და ეს მე არ მაღელვებს, სამართლიან პასუხს კი რასაკვირველია მიიღებს.
არ ვარ ჩვეული მოძალადეებთან ზავს, კომპრომისს და შეგუებას. ეს მან კარგად იცის! ასეთი სტილის თავდასხმები წლებია გრძელდება რუსთავი 2 მიერ – დაწყებული ჩემი შვილის, ძმის და ოჯახის აწიოკებიდან, მათი მძევლად აყვანის დღეებიდან გვარამიას მეგობრებისა და თანაპარტიელების მიერ და გაგრძელებული მისი დავალებით მომზადებული პერსონალური ცილსმწამებლური სიუჟეტებით… ისე ზოგჯერ თვალი რომ გადაავლოს მედიის ეთიკის საერთაშორისო და თუნდაც შიდა სტანდარტებს, მისთვისაც კარგია და იმ ადამიანებისთვისაც, მის გამო რომ თავს უხერხულად გრძნობენ…
რაც არ გკლავს-გაძლიერებს! გაძლიერებს ცილისწამებაც!
ასე რომ იუმორით და სიმშვიდით ვიღებ ამ თავდასხმებს, თუმცა უპასუხობას ვერ დავპირდები)))
ახლა კი უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მივხედავ …
ვიცი მალე გამიხსენებს, არ დავავიწყდები”, – წერს ბესელია.