საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.
შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს. წმინდა სინოდის თხოვნა იმიტომ არ გავითვალისწინე, რომ შეწყალება სინოდის წიაღში და სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ განსხვავების დამადასტურებელი მაგალითები მსოფლიოშიც მრავლად არსებობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები