ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ საშობაო ლიტურგია აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
წირვა-ლოცვის შემდეგ მან მრევლს შობა მიულოცა და ე.წ.ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზის გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.
მეუფის განცხადებით, ის პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შეწყალებას ელოდებოდა. მიტროპოლიტის თქმით, ქვეყნის მთავარსარდალის გადაწყვეტილების შეფასება უჭირს, თუმცა მისთვის დეკანოზის შეწყალება მნიშვნელოვანი იყო.
კომენტარები