იმ დროს, განათლებით მხატვარი ქალბატონი ნატა ფერაძე გამწვანების სფეროში მუშაობდა, დიდ ჰონორარებს იღებდა და სულ არ ანაღვლებდა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ეკა სილაგაძე პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
”ამ ნატა ფერაძეს ვუხსენე შპს, რომელიც, როგორც შემსრულებელი საქმეს აკეთებდა ცნობილ გრინ სერვისის დამფუძნებელთან და დამაარსებელთან, ერთ დროს ძველი თბილისის გამგებელთან ფურხცხვანიძესთან და ეგრევე მიმაბლოკა…
”ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას თუ სად იყო ნატა ფერაძე იმ დროს. ქალბატონი ნატა ფერაძე 2007 წლიდან გახლდათ კომპანია „გრინსერვისის“ არა უბრალო თანამშრომელი არამედ მენეჯერი. ასე რომ ის იყო ყველა იმ მოვლენის ეპიცენტრში რომელიც იმ წლებში თბილისის გამწვანებას უკავშირდებოდა. მხოლოდ პოლიციის შენობების ასაშენებლად თბილისის სკვერებში განადგურდა 700 ფიჭვი და 300 კედარი! იუსტიციის სახლის ადგილზე, მთლიანად განადგურდა ფიჭვები, აკაციები, კედრები, ცაცხვები! რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოიჭრა ფიჭვები, ბარათაშვილზე, შუა ზოლში მოიჭრა 17 ძირი ჭადარი, 8 ძირი ცაცხვი! აღმაშენებლის გამზირსა და ზაარ-ბრიუკენის მოედანზე მოიჭრა ყველა ჭადარი! რუსთაველის პროსპექტზე მოიჭრა 18 ძირი ჭადარი, 2 კედარი, და რაც მთავარია მათ შორის იყო ჩვენი ქალაქისთვის უძვირფასესი – გალაკტიონის ჭადარი!
იმ დროს, განათლებით მხატვარი ქალბატონი ნატა ფერაძე გამწვანების სფეროში მუშაობდა, დიდ ჰონორარებს იღებდა და სულ არ ანაღვლებდა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.
ის გახდა გულანთებული „გარემოს დამცველი“ მას შემდეგ რაც „გრინსერვისი“- დან მისი არაკვალიფიციურობის და არაადეკვატურობის გამო გამოაგდეს.”
რა ბედი მაქვს რა… ელისაშვილმა დამბლოკა, ნატა ფერაძემ დამბლოკა, ლაგაზიძემ დამბლოკა, თვით გოგი გვახარიამ დამბლოკა.
ესენი იბრძვიან სიმართლისთვის არა და საზოგადოების სიფხიზლისთვის”, – წერს სილაგაძე.