მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პოსტს წერს და ამბობს, რომ პარლამენტის ტრიბუნის დათმობას ითხოვს.
“პირდაპირი ეთერი მოვითხოვო, რომელსაც ზუსტად ვიცი დამითმობენ, თუ პარლამენტის ტრიბუნა დაგვეთმობა? სათქმელი მაქვს ბევრი, თუნდაც წერილი მაქვს, რომელიც წაგიკითხოთ მინდა, თქვენ პირველ რიგში პარლამენტარებო, ასე გაფაციცებით და გულმოდგინებით, რომ კითხულობთ “კონგრესმენების” წერილებს!
დიახ, წერილი მაქვს, რომელიც პირადად დავწერე და, რომელსაც დარწმუნებით გეუბნებით, რომ საქართველოს უმრავლესობა დაეთანხმება. საქართველოს და არა, რუსეთის დუმა, ან ამერიკის კონგრესი, ან სხვა რომელიმე ჯანდაბა, რომელიც ჩემს ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის უმრავლესობაზე მაღლა დააყენეთ!
მოვითხოვ პარლამენტის ტრიბუნას!!!
p.s. არ გნიშნავთ არავის შეგნებულად”- წერს ბიბინეიშვილი.