სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომობილი შენობის კედელს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
კომენტარები