თბილისში 201 674 კილოგრამი უაქციზო თუთუნი აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, სულ ამოღებულია აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 201,674 კგ. უაქციზო თუთუნი. აქედან, 14 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 57,074 კგ. უაქციზო თუთუნი, ხოლო 3 შემთხვევაში, დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებულია 144,6 კგ. უაქციზო თუთუნი.
კომენტარები