ვანო მერაბიშვილი დღეს დაგეგმილ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის თქმით, ის მომდევნო ერთ კვირას ოჯახთან ერთად გაატარებს. მერაბიშვილი დღეს ახალციხეში ჩავა და მშობლებს მოინახულებს.
მანამდე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ხელისუფლების შეცვლის პროცესის მთავარი მონაწილე იქნება, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს.
ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.
კომენტარები