სამწუხაროდ, ჩვენმა გენიალურმა პაატა ბურჭულაძემ ამ მცირე დროში ორჯერ მოახერხა საკუთარი პიროვნებისა და ღირსების გაკოტრება“, – წერს პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში.
„სამწუხაროდ, ჩვენმა გენიალურმა პაატა ბურჭულაძემ ამ მცირე დროში ორჯერ მოახერხა საკუთარი პიროვნებისა და ღირსების გაკოტრება. პირველად, როცა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და მეორედ, გუშინ, როცა უსეპარატისტულესი განცხადება გააკეთა აჭარის თანამდებობის პირთა არააჭარულ წარმოშობაზე. ვუყურებდი ჩემს საამაყომომღერალს და მისი შეუდარებელი ბანის ნაცვლად მესმოდა ჩემი საძულველი არძინბას გონორი და პათოსი! ასლან აბაშიძისგან არ მახსოვს მაგ ხარისხის ვიწრონაციონალური შუღლის გამაღვივებელი განცხადება.
არ ვთვლი, რომ ვინმეზე ნაკლები აჭარელი ვარ და არც მიმაჩნია, რომ ჩემს სოფელში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ს. ნაგომარი) აჭარიდან და სვანეთიდან მიგრირებული თანამოქალაქეები ჩემზე ნაკლები გურულები არიან!” – წერს დოლიძე.