საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა, გვამი სარდაფში გაიტანა და დამალა. როგორც დაკავებულის ბიცოლა “რეგიონულ კვირას” უყვება, ბიჭმა მამის დამალვის შემდეგ ძებნა დაიწყო, რომ მეზობლებს და ახლობლებს ეჭვი არ გასჩენოდათ. მამის საძებნელად მეზობლებთან ერთად ტყეში წავიდა. მოგვიანებით გარდაცვლილი სარდაფში იპოვეს. გარდაცვლილი 51 წლის გელა კიპაროიძეა.
“17 წლის არის, არც შელაპარაკება, არაფერი არ ყოფილა, აიღო ოჯახის კუთვნილი თოფი და მოკლა მამამისი. ეს მოხდა ღამის ორ საათზე. გადამალა გვამი სახლის სარდაფში. დილით ადგა და წაიყვანა უბნის ახალგაზრდობა საძებნად, ტყუილი, გაავრცელა ხმა, რომ მამა წავიდა მთაში სანადიროდო. მაშინ როცა ერთი მეტრი იყო თოვლი, მგზავრობა და სიარული არ შეიძლებოდა. გადავიდნენ ბიჭები არანაირი კვალი არ იყო. დაბრუნდნენ უკან. მამა გადამალული ყავდა და დაიწყო ქუჩაში სიარული. ეს ბავშვი მოწეული იყო, მთვრალი იყო, რა მდგომარეობაში იყო არ ვიცი. მანამდე არაფერი შემიმჩნევია, ობლად გაზრდილი ბავშვია, მამამ გაზარდა და დედინაცვალიც კი არ მოუყვანა. 10 წლის გარდაცვლილი ყავს დედა. უნიჭიერესი ბავშვი იყო არაფერი შემიმჩნევია. ცუდი ურთიერთობა მამა-შვილს არ ჰქონია, ხელის გულზე ატარებდა. გააბრუა ამ მოწევამ თუ რა ქნა, არ ვიცი”, – ამბობს მოკლულის ძმის ცოლი მარეხი პაპიძე.
როგორც დაკავებულის ბებია ამბობს, მისმა შვილიშვილმა მამაზე შური საყვედურის გამო იძია. ბებია იხსენებს, რომ მისმა შვილმა ბავშვს ტელეფონი გამოუტანა განვადებით, რომელიც მოზარდმა დაალომბარდა. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა. ბებიის თმქით, რამდენიმე დღის შემეგ გაუხსნა მამას და ამის გამო მოკლა მამა. ბებიის ვარაუდით, შვილიშვილმა მამის ცხედარი ლეიბით გაათრია და სარდაფში დამალა.
ოჯახი სოციალურად დაუცველია.