შენ ხარ ბუნებით მოღალატე ადამიანი, რადგან უღალატე ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს როცა ხმა არ ამოიღე 1992 და 2003 წლებში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებებისას, – ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“პაატა ბურჭულაძევ შენ არაფრით განსხვავდები ციხის გამაუპატიურებლებისგან, რადგან შენ ხარ ადამიანი რომელიც აპირებს ნაცებთან ერთად არჩევნების შემდგომ ქვეყანა გააუპატიურო. შენ ხარ ბუნებით მოღალატე ადამიანი, რადგან უღალატე ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს როცა ხმა არ ამოიღე 1992 და 2003 წლებში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებებისას. რაც მთავარია შენ უღალატე ქართველ ხალხს, როცა ხმა არ ამოიღე სააკაშვილის მმართველობის ცხრა წლიანი რეჟიმის დროს როცა საქართველო სისხლში იხრჩობოდა”, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.