საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს , 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.
საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, საბჭოთა 70 წლიანი ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.
ნათელში იყოს მისი სული!
ქართველ ერმა კი არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!” – წერს ზურაბიშვილი.
კომენტარები