ჩვენ ქვეყანას ცოტა უნიათი მტრები ჰყავს და დიდი ყურადღების დათმობა ამ ადამიანებისთვის, არც არის სწორი, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ისინი მტრობენ ქვეყანას, მათ აქვთ ასეთი დღის წესრიგი, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე სწორი იქნება, თუ ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ მათ ასეთ განცხადებებს.
„ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს ზრუნვა პრობლემების მოგვარებაზე. პრობლემა გვაქვს ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია. შესაბამისად კონცენტრირებული ვიქნებით იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ ჯანდაცვასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული გამოწვევები. აქ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები