ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 6-მა მისცა. კონგრესზე მიღებულ დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.
რეზოლუციაში კონგრესი რუსეთს მიმართავს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რეზოლუცია ასევე შტატების მთავრობას მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები არასდროს აღიაროს დე იურედ ან დე ფაქტოდ.
კომენტარები