ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს 9 იანვარს დაკრძალავენ.
კომენტარები