პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათია კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსული ქალი, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. ახალი შემთხვევა არ გვაქვს, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კორონავირუსთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – აღნიშნა რატიანმა.
კომენტარები
