ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე განცხადებით, საქართველოში არის რამდენიმე მოქალაქე, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, თუმცა სიმპტომები არ ჰქონიათ.
მინისტრის თქმით, ასეთი პაციენტების ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და რამდენიმეზე დაკვირვება დღესაც მიმდინარეობს.
„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომელთაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი არის გამოკვლეული, უკვე გვყავს ისეთებიც, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები
