„სახელმწიფოს, მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩვენი გმირი ექიმების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურმა მოძრაობამ” შორს გაითქვა სახელი”, – ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუქის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩვენი გმირი ექიმების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურმა მოძრაობამ” შორს გაითქვა სახელი.
„საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩვენი გმირი ექიმების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურმა მოძრაობამ” შორს გაითქვა სახელი. დეზინფორმაციის, ტყუილის და ყალბი ამბების გავრცელებით მსოფლიოში ყველა პოლიტიკურ პარტიას აჯობეს და ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში მოხვდნენ. გაუქმდა მათი ასობით “ბოტების”, “ტროლების” და კობა ხაბაზის ანგარიში”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
კომენტარები